Tuesday, February 28, 2012

სამთო ტურიზმის სამთო–სათხილამურო, სპორტისა და ალპინიზმის ზონა.



გუდაური
სოფელი ყაზბეგის რაიონში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე.ჯვრის უღელტეხილის სამხრეთით, ზ.დ. 2197მ.ყაზბეგიდან 35კმ დასახლება გაჩნდა მე–19–საუკუნის 60–იან წლებში. 1887წ. გაიხსნა მეტეოროგიული სადგური.

ბაკურიანი.
ბაკურიანი ბორჯომის რაიონში,თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ.ბაკურიანის წყლის ნაპირას მდებარეობს. ზ.დ. 1700მ,ზამთარი–ცივი,თოვლიანი,ზაფხული–ხანგრძლივი.საშ.წლ.t-რა 4,30 c,იანვრისა 7,20c აგვისტოსი 150c ,ნალექები 734მმ წელიწადში.თოვლის საფარი (64სმ სისქის)დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე .ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი (უმეტესად ნაძვნარი)ტყით. 
                                      




 ნოდარ ქუმარიტაშვილი


   ვანკუვერის  ზამთრის  ოლიმპიადაზე   ქართველი   სპორცმენის    ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვა   უცხოური    პრესისთვის   კვლავ    აქტუალურ თემად რჩება.
         გამოცემის ინფორმაციით ,  საციგაო  ტრასაზე   უსაფრთხოების ,  არასაკმარისი     ზომები   მანამდეც     მრავალ სპორცმენმა  გააპროტესტა..
         ქართველი  სპორსმენი   ვანკუვერში     ზამთრის ოლიმპიურ   თამაშების     გახსნამდე  რამდენიმე   საათით   ადრე    საციგაო   ტრასიდან   სავარჯიშო  დაშვებას  ასრულებდა  .. ერთ– ერთ  მონაკვეთზე   ის   ციგიდან   გადმოვარდა    და რკინის   კონსტრუქციას  შეეჯახა  , რის შედეგადაც  გადაიცვალა..
         კანადის ქალაქ  ვანკუვერში     საციგაო   ტრასაზე   ვარჯიშისას  ტრაგიკულად   დაღუპული   ქართველი ოლიმპიელის     21  წლის   ნოდარ ქუმარიტაშვილის   ცხედარი    საქართველოში   17 თებერვალს  გამთენიისას ,  დილის   04:00   საათზე  მიუნხენის   რეისით  ჩამოასვენეს ,  ნორად ქუმარიტაშვილი    მშობლიურ  ბაკურიანში  20 თებერვალს  დაკრძალეს..
         21 წლის   ქართველი სპორცმენი  ნორად ქუმარიტაშვილი   ოლიმპიურ  თამაშებზე   სავარჯიშო  დაშვების  დროს დაიღუპა..




Friday, October 28, 2011

ბალნეოკლიმატური კურორტი



ბალნეო–კლიმატური  კურორტები
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

ადმინისტრაციული  მდებარეობა–ქ. თბილისი. გეოგრაფიული  მდებარეობა– თბილისის  სამხრეთ – აღმოსავლეთი  ნაწილი. სხვადასხვა  მხრიდან  ესაზღვრება  მდ. მტკვარი, თაბორის  შემაღლება – კრწანისის, თბილისის  ბოტანიკური  ბაღი. სიმაღლე  ზღვის  დონიდან – 420 მ. რელიეფი – თბილისის  ქვაბურის  ნაწილი. შედის  თბილისის  კურორტების  ჯგუფში.

კლიმატი – რბილი, კონტინენტური, ზომიერად  მშრალი. ზამთარი  რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის  საშუალო  ტემპერეტურაა –10 c. ზაფხული  ცხელი, მშრალი. აგვისტოს  საშუალო  ტემპერატურაა 240c. ნალექების  წლიური  რაოდენობა – 554  მმ. ჰაერის  საშუალო  წლიური  ფარდობითი  ტენიანობა – 66%. მზის  ნათების  ხანგრძლივობა  წელიწადში – 2112  საათი.
ფლორა – კურორტი  შემოსაზღვრულია  პარკებით, ბაღებით, სკვერებით.
ბუნებრივი  სამკურნალო  ფაქტორები: დაბალი  მთის  ჰავა  და  თერმული (37–470c) სულფიდური, ქლორიდულ– ჰიდროკარბონატული  და  ჰიდროკარბონატულ – კარბონატულ – ქლორიდული  ნატრიუმიანი  მინერალური  წყლები, საერთო  მინერალიზაციით 0,3–0,4 გ/დმ3, გოგგირდწყალბადის  რაოდენობით 10–20 გ/დმ3. აღნიშნულ  კურორტზე  ფართოდ  გამოიყენება  ახტალისა  და  კუმისის  სამკურნალო  ტალახები.
მკურნალობის  სახეობები: მინერალური  წყლის  აბაზანები, შესხურება, ფიდროთერაპია; ტალახის  აბაზანები, აპლიკაციები, ტამპონები, პასიური  კლიმატოთერაპია.
ბალნეო–კლიმატურ  კურორტებზე  უნდა  იყოს  შენობა– ნაგებობები  ბალნეოთერაპიული  და  კლიმატოთერაპიული  პროცედურების  ჩასატარებლად. ძირითადად  გამოიყენება  მინერალური  წყლები  და  ნაკლებად– კლიმატოთერაპიული  პროცედურები. ამ  ტიპის  კურორტები  ძირითადად  სამკურნალო– გამაჯანსაღებელი  მიზნიდ  გამოიყენება. ასეთი  ტიპის  კურორტზე  უნდა  არსებობდეს  კლიმატოთერაპიული  და  ბალნეოთერეპიული  პროცედურების  ჩასატარებლად  აუცილებელი  შენობა– ნაგებობანი.
ასეთი  ტიპის 



                           საკურორტო  თერაპია

                                 ბალნეოლოგია

პელიიდური კურორტი ან  საკურორტო ადგილი  ეწოდება იმ  კურორტს ან საკურორტო  ადგილს, რომელშიც სამკურნალო ფაქტორს  წარმოადგენს  პელოიდი (სამკურნალო ტალახი).          
მთის პირობებში მდებარეობს  კურორტი ახტალა და  საკურორტო ადგილი კუმისი .
საქართველოში კლიმატურ–ბალნეო–პელოიდურ კურორტრბს მიეკუთნებიან  ბიჭვინთა და გაგრა. სადაც  სხვა ბრუნებრივ სამკურნალო ფაქტორებთან ერთად გამოიყენებან ტორფი და საპროპილები
                   აეროთერაპია
აერო თერაპია წარმოადგენს  ღია, სუფთა ჰაერის ზემოქმედების გამოყენებას დასვენების, პროფილაქტიკისა და  მკურნალობის მიზნით. იგი კლიმატური მკურნალობის საფუძველია და მოიცავს სადღეღამისო აერო ტერაპიას –ხანგრძლივ ყოფნას.
                         კურორტული მკურნალობის უმნიშვნელოვანესი  პრინციპია სხვადსხვა სახეობის ბუნებრივი ფიზიკური ფაქტორების კომპლექსური გამოყენება , ფიზიოთერაპიასა, სამკურნალო ფიზკულტურასა და დიეტო თერაპიასთან ერთად.      კლიმატური ფაქტორები, მინელარული წყლები და სამკურნალო ტალახი  შეიძლება ხელოვნურადაც შეიქმნას. კერძოდ, შესაძლებელია, მივიღოთ ხელოვნურად იონიზირებული  ჰაერი, ხელოვნური მზის გამოსხივება.და ასევე, შესაძლებელია ხელოვნურად მოვამზადოთ მინელარული წყალი და სამკურნალო ტალახი  ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კურორტზე   მკურნალობა უფრო ეფექტურია, ვიდრე კურორტ გარეშე პირობებში. ეს იმით აიხსნება, რომ ყოველი კურორტური ფაქტორის მოქმედებას ორგანიზმზე ემატება კურორტის ბუნებრივი პირობების კომპლექსური გავლენა.
                    კურორტული მკურნალობის ერთ ერთი მიზანია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის ნორმალიზაცია, რაც ხელს უწყობს გულ–სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის მოქმედების, ნივთიერაებათა  ცვლის  პროცესების მოწესრიგება
             ბალნეოლოგიის სამკურნალო ფაქტორები.       
ბალნეოთერაპია გულისხმობს,  პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით ბუნებრივი მინერალური წყლების ან მათი ხელოვნურად დამზადებული ანალოგების გამოყენებას.ბალნეოთერაპიას  მიეკუთვნება  ზოგადი და ადგილობრივი აბაზანები, ბანაობა, ცურვა წყლით სავსე აუზში და ა.შ.  ბალნეოთერაპიის განუყოფელი ნაწილია მინერალური წყლების შინაგანი წესით მიღების პროცედურები:დალევა,კუჭის ამორეცხვა,დაუდენალური დრენაჟი,ნაწლავების გამორეცხვა, ინჰალაციები და სხვა.მათი ჩატარებისათვის,ძირითადად,იყენებენ ბუნებრივ მინერალურ წყლებს.
    სუსტი რადიოაქტიური მინელარული წყლის აბაზანების მიღება  მიზანშეწონილია გულ–სისხლძარღვთა, ძვალ–სახსართა სისტემისა და შარდ–სასქესო სისტემის დაავადებების  დროს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ აბაზანების მიღება აგრეთვე ნება დართულია   I-II ფუნქციური კლასის დაძაბვის  სტაბილური სტენოკარდიისა და გულის უკმარისობის I-II ფუნქციური კლასის დროს.
      


შეხვდნენ  მოსწავლეები  თბილისის  ბალნეოლოგიური  კურორტის  გენერალურ  დირექტორს, აკადემიკოსს  ბატონ  ნიკა  სააკაშვილს, რომელმაც  ჩაგვიტარა  სემინარი  საქართველოს  კურორტების  მნიშვნელობაზე  სამკურნალო  ტურიზმის  განვითარებაზე. შემდეგ  მედიცინის  დოტორმა,  პროფესორმა  თამარ  ჩილინგარიშვილმა  გვესაუბრა  თბილისის  ბალნეოლოგიური  კურორტი – თბილისის  სპა  ჯანმრთელობისა  და  სამედიცინო  რეაბილიტაციის  ეროვნული  სამეცნიერო  პრაქტიკული  ცენტრის  მნიშვნელობაზე. მოსწავლეთა  შორის  ჯანსაღი  ცხოვრესის  დამკვიდრებაში. 

ორივე  მხრიდან  გამოითქვა  სურვილი  შემდგომი  თანამშრომლობის  შესახებ  და  საერთო  კონფერენციის  მოწყობის  შესახებ.


ჩვენი  პროექტის  შექმნის  დევიზია:

I.საქართველოს  კურორტების  გაცნობა  მოსწავლეთა  შორის  ჯანსაღი  ცხოვრების  დამკვიდრებაში (პროექტ  ჯანსაღი  სკოლის  დასახმარებლად)..
II.თბილისის  ბალნეოლოგიური  კურორტის  როლი  მოსწავლეებს შორის  საკურორტო  საგანმანათლებლო  მუშაობაში (სემინარები,კონფერენციები) და  სამკურნალო  ტურიზმის  დანერგვაში.
III.თბილისის  ბალნეოლოგიური  კურორტის  როლი  მოსწავლეთა    გაჯანსაღებაში  (კონსულტაციები,ღია  კარის  დღეები)  სხვადასხვა  სპეციალისტების  მიერ  და  შესაბამისი  კურორტის  შერჩევაში.
IV.საქართველოს  კურორტების  შესახებ  ინფორმაციის  მიღება  და  მათი  პოპულარიზაცია  პრესის, ტელევიზიის, რადიოს საშუალებით  შიდა  ტურიზმის  განვითარების  მიზნით.
V.ჯანსაღი  თაობის  აღზრდა  საქართველოს  საკურორტო  რესურსების  მაქსიმალური  გამოყებით.
VI.საქართველოს  მოსწავლეთა  გაჯანსაღება  მედიკამენტების  გარეშე  საქართველოს  კურორტებზე.
VII.ტურიზმის  საზაფხულო  სკოლა, სადაც  მოსწავლეები  მთელი  საქართველოს  მასშტაბით  ორი–სამი  კვირის  განმავლობაში  გაეცნობიან  საქართველოს  საკურორტო  რესურსებს, მათ  როლს  სამკურნალო  და  საკურორტო  რეკრეაციული  ტურიზმის  დამკვიდრებაში   და  მომავალი  პროფესიების  შერჩევაში  ტურიზმის  სფეროში.

           

Tuesday, October 25, 2011

ბალნეო კლიმატური კურორტები

ლეგენდა  გვამცნობს, რომ  უფალმა  საქარტველოს  დააბერტყა  თითქმის  ყველაფერი – მრავალფეროვანი კლიმატი, მიწისქვეშა  თერმული  წყლები, მდინარეები,  წყაროები, ნაყოფიერი  ნიადაგი, კარსტული   მღვიმეები, სამკურნალო  ტალახის  საბადოები  და  მრავალი  სხვა. 
 XXI  საუკუნეში, როდესაც  ქვეყანა  დამოუკიდებელია,  ვითარდება   და მიიღვწვის  ცივილურ სამყაროში  ინტეგრაციისაკენ, გვაქვს  არნახული შესაძლებლობები  ტურიზმის  სპეციფიკური  მიმდინარეობების  გასანვითარებლად  და  უზარმაზარი  პოტენციალი  ვიყოთ  მსოფლიოს  წამყვანი  ტურისტული  ქვეყნების  რიგში.
საქართველო  კურორტებისა  და  საკურორტო  ადგილების  ქვეყანაა,  რომლის  ერთ–ერთი  ძირითად  საკურორტო  ფაქტორს  წარმოადგენს  მისი ჰავა.  კლიმატის  მრავალფეროვნება  განპირობებულია  საქართველოს   გეოგრაფიული  მდებარეობიტ  და  შავი  ზღვის  არსებობით,  ამიტომ  კლიმატური  პირობები  გამოირჩევა  გამოხატული   თერაპიული  თვისებებით  და  გამოიყენება  მრავალი  პათოლოგიის  სამკურნალოდ.  კლიმატური  მკურნალობა  განსაკუთრებით  ეფექტურია  ზღვისპირა,  დაბალი  და  საშუალო  მთის ქვედა  სარტყლის პირობებში.
ადამინი  უძველესი  დროიდან  იყენებდა  ბუნებრივ  რესურსებს  გასაჯანსაღებლად  და  სამკურნალოდ. საქართველოში  ამ  ფაქტზე  მიუთითებენ  სხვადასხვა  არქეოლოგიური  გათხრების   შედეგად  აღმოჩენილი  ანტიკური  დროის  აბაზანები.
XXI  საუკუნეში,  როცა  ადამიანი  განსაკუთრებულ   სტრესულ   ვითარებაში  აღმოჩნდა  –  ეკოლოგიური  კატასტროფები,  ეთნოკონფლიქტები,   ტერაქრები,  ომები,  ცხოვრების  არანორმალური  ტემპი,  დადგა  განტვირთვსა  და  გაჯანსაღების  ორიგინალური  ფორმების  გამოყენების  დრო,  სადაც  ერტმანეთთან  არის  შერწყმული  დასვენება,  რელაქსაცია,  გართობა  და  სულიერი  წონასწორობის  აღდგენა,  ახლის  შეცნობა,  გაჯანსაღება,  მკურნალობა  და  სხვა. 
ამ   ყველაფრის  ერთდროულად  განხორციელების  საუკეთესო  სფეროა  ტურიზმი.  ტურისტული  თვალთახედვით  საქართველო  უნიკალური  ქვეყანაა.  აქ 70000 კვ.კმ–ზე  განლაგებულია  103  კურორტი,  340  საკურორტო  ადგილი,  2000–ზე  მეტი   მინერალური  წყარო,  1300–ზე მეტი  კარსტული  მღვიმე,  წყალუხვი  მდინარეები,  ტბები,  ჩანჩქერები,  შავიზღვისპირეთის  სუბტროპიკული  ზონა,  დაცული  ტერიტორიები,  ეროვნული  პარკები,  ტყეები,  მრავალფეროვანი  ლანდშაფტი,  მუდმივი  თოვლითა  და  მყინვარებით  დაფარული  კავკასიონის ქედი.
 კავკასიონის  ქედის  ცენტრალური  ნაწილი  წარმოადგენს  რთულ  კლასიკურ  ტრავერსს.  საქართველოს  ყველაზე  ცნობილ  მწვერვალებს  წარმოადგენს  ყაზბეგი – 5033 მ,  თეთნულდი – 4853 მ, შხარა – 5068 მ, უშბა – 4700 მ,  ჯანგითაუ  – 5059 მ  და  სხვა. 1923  წლიდან  დაიწყო  საქართველოში  ალპინიზმმის  სკოლისა  და  სპორტის  განვიტარება,  რამაც  დიდი  პოპულარობა  მოიპოვა   შემდგომში  უცხოელ   ტურისტებშიც.
 საქართველოში  ტურიზმის  განვითარებას  ხელს  უწყობს  უამრავი  ისტორიულ  –  არქიტექტურული  ძეგლის  არსებობაც.  უზველესი  ხანას  (ბრინჯაოსა  და  ადრეული  რკინის  საუკუნეები )  მიეკუთვნება  ბედენის,  თრიალეთის,  სამთავროს,   სამგორის  ყორღანები,  აფხაზეთის  დოლმენები;  ჩვენს  წელთაღრიცხვამდე  IV – III -  I  საუკუნეებით  თარი
ღდება  უძველესი   დედაქლაქის  –  მცხეთის   აკროპოლი  და  ვანის  ნაქალაქარი  ციხე –  სიმაგრის  ნაგებობებით,  სასახლისა  და  საკულტო   შენობებით;  ქალაქ  გამოქვაბულის – უფლისციხის (ქ. გორის  მახლობლად )  ადრეული  სადგომები. დიდი  რაოდენობითაა   შემონახული  ადრექრისტიანული   ტაძრები,  რომელთა  შორის  მრავალი  –  ბოლნისის  რაიონი (V. ს )
ნინოწმინდა( VI). ჯვარი  მცხეთის  მახლობლად( VI–V I I  საუკუნეები) – წარმოადგენს  არქიტექტურის  ცნობილ  ძეგლებს.
აგრეთვე  XII  საუკუნის  გელათის  მონასტერი (ქ. ქუთისის  მახლობლად)– შუა  საუკუნეების  ერთ–ერთი  ყველაზე  დიდი  მონასტერთაგანი  საქართველოში.  შემორჩენილია  გრანდიოზული, კლდესი  ნაკვეთი XIIXIII სს– ის  მონასტრები – დავით  გარეჯისა( თბილისიდან 60 კმ–ის დაცილებით, 1938 წლიდან მუზეუმ – ნაკრძალი).
საქართველოში  ტურიზმის  განვითარება  დაიწყოXIX  – XX  საუკუნის  მიჯნაზე, განსაკუთრებით კი II მსოფლიო ომის  შემდგომ  პერიოდში. 50–იანი  წლების II ნახევრიდან  დაიწო  განვითარება  საერთაშორისო  ტურიზმმა, რაც  განპირობებული  იყო  იმ  დროისათვის  კეთილმოწყობილი  ტურისტული  ბაზებისა და სასტუმროების  ექსპლუატაციაში  შესვლით – თბილიში, ქუთაიში, სოხუმში, ბათუმში, ცხინვალში, ვარძიაში  და  სხვა.

საქართველოს ზღვისპირა კლიმატური კურორტები და საკურორტო ადგილები
ზღვისპირა  კლიმატური  კურორტი  და  საკურორტო  ადგილი  ეწოდება  იმ  კურორტებსა  და  საკურორტო  ადგილებს , რომლებშიც  სამკურნალო–პროფილაქტიკური  მიზნით გამოიყენება  ზღვის ჰაერის, ზღვის კლიმატისა და ზღვის წყლის სამკურნალო ფაქტორები .
მთავარი  განმასხვავებელი ნიშნები, რითაც ზღვის კლიმატი განსხვავდება სხვა  კლიმატური  ზონებიდან, არის მაღალი ატმოსფერული წნევა და, შესაბამისად,ჟანგბადის მაღალი პარციალური წნევა; ტემპერატურის სადღეღამისო რხევის უმნიშვნელო ამპლიტუდა;ჰაერი, რომელიც  გამოირჩევა სისუფთავითა  და  უარყოფითი  აეროიონებით, ასევე  როგორც  ზღვის, ისე  მცენარეული  წარმოშობის  მიკროელემენტებისა  და  მინერალური  მარილების  დიდი  კონცენტრაციით; მაღალი  ტენიანობა; ოზონისა  და  რადიაციის  სიუხვე.                                                            
      ზღვისპირა კლიმატურ კურორტებსა და საკურორტო ადგილებს  მიეკუთვნებიან:აგუძერა,ანაკლია,ახალი ათონი, ახალი კინდღი,ბათუმი, გრიგოლეთი,გუდაუთა, გულრიფში, გუმისთა, მიუსერა,მწვანე კონცხი,სოხუმი,ურეკი,ქობულეთი,შეკვეთილი,ციხისძირი.
ურეკი–გრიგოლეთის ზღვისპირა სანაპირო ზოლის ქვიშა შეიცავს მაგნეტიტს.მზის სხივებით გამთბარი მაგნეტიტური ქვიშის აბაზანებს აქვთ სამკურნალო ეფექტი ნერვული,ძვალ–სახსროვანი,სუნთქვის და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისას.

აგუძერა.
მდებარეობს გულრიფშის რაიონში,შავი ზღვის სანაპიროზე,სოხუმიდან––სამხრეთ–აღმოსავლეთით.სიმაღლე ზღვის დონიდან––10 მ.რელიეფი––ბორცვიანი ვაკე.კლიმატი ზღვისპირა,ზომიერად ნოტიო, სუბტროპიკული.ზამთარი ძალიან  რბილი , უთოვლო. ზაფხული  ძალიან  თბილი. ნალექების  წლიური  ტემპერატურა –1786 მმ. 
ფლორა– სუბტროპიკული მცენარეულობა, ციტრუსის  ბაღები.
ბუნებრუვი  სამკურნალო  ფაქტორები: ზღვისპირა  სუბტროპიკული  ჰავა  და  ზღვის  წყალი.
მკურნალობის  სახოება  თალასოთერაპია(ჰაერისა  და  მზის  აბაზანები, ბანაობა ზღვასი  და  ასე  შემდეგ.
ახალი  ათონი
მდებარეობს  გუდაუთის  რაიონში,შავი  ზღვის  სანაპიროზე, ივერიის  მტის  კალთებთან.  სიმაღლე  ზღვის  დონიდან  7–80  მ.
კლიმატი – ზომიერად  ნოტიო სუბტროპიკული  ზამთარი  ძალიან  რბილი.
ფლორა სუბტროპიკული  მცენარეულობა  ციტრუსის  ბაღები.
ბუნებრივი  სამკურნალო  ფაქტორები  ზღვისპირა  ნოტიო, სუბტროპიკული  კლიმატი; ზღვის  წყალი; კარსტული  გამოქვაბული.
მკურნალობის  სახეობები  თალასო  თერაპია  და  სპელეო  თერაპია.
ბიჭვინთა
მდებარეობს  გაგრის  რაიონში. შავი  ზღვის  სანაპირო  ზოლი. ბიჭვინთის  კონცხი. სიმაღლე  ზღვის  დონიდან  7 მ. რელიეფი –  ვაკე.
ურეკი
მდებარეობს  ოზურგეთის  რაიონში  შავი  ზგვის  სანაპიროზე. ზღვის  დონიდან  სიმაღლე– 2–10 მეტრი.ფლორა  სუბტროპიკული  მცენარეულობა: პალმა,ევკალიპტი,ხეხილის  ბაღები და სხვა.
ლიკა ჯანგებაშვილი
გიორგი ალიხანაშვილი
ნინო სულხანიშვილი

Thursday, July 14, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება :
საქართველოს  კურორტებიდა ტურიზმის განვითარება.
პროექტის მთავარი იდეა(თემა):
მოსწავლეები შეისწავლიან  ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას.ბავშვებისათვის იქნება სახალისო და საინტერესო,მოიძიებენ საქართველოს კურორტების მნიშვნელობის  შესახებ ინფორმაციებს,სურათებს.
პროექტის აქტუალობა:
ეს პროექტი აქტუალურია იმით, რომ  მოსწავლეები საქართველოს ფიზიკური რუკის დახმარებით  მოიძიებენ საკურორტო ადგილებს,შეისწავლიან როგორი დიდი მნიშვნელობა
აქვს საქართველოს  ეკონომიკის  განვითარებაში.მოსწავლეებს  განუვითარდებათ  კვლევა–ძიების მსჯელობის  უნარი.
პროექტისმიზნები:
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა  რუკაზე განსაზღვრონ საკურორტო ადგილები, გაითავისონ მისი მნიშვნელობა ადამიანის  ჯანმრთელობისათვის და დასვენებისათვის რამდენად  ღირებულია  და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
მონაწილეთა  ასაკი:
16–17–წლის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება ბლოგი სადაც მოსწავლეები განათავსებენ მოპოვებულ  ინფორმაციას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები:
რუკა,ინტერნეტი,კომპიუტერი,ენციკლოპედია,სახელმძღვანელო.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
თემის შერჩევის შემდეგ მოვახდენ შეკითხვების ჩამოყალიბებას თემის ირგვლივ.შევქმნი ჯგუფებს(სამი ჯგუფი) თვითოეულ ჯგუფს ვაძლევ  შემდეგი სახის დავალებებს:
1) ზღვისპირა კურორტების ზონა.
2)თბილისის ბანლეოლოგიურ–სამკურნალო კურორტი.
3) სამთო ტურიზმის სამთო–სათხილამურო, სპორტისა და ალპინიზმის ზონა.
 თითოეულ ჯგუფს ვაძლევ თითო საკითხს მოსამზადებლად, თითოეულ ჯგუფს ჰყავს თავისი ლიდერი. მთლიანად ჯგუფი პროექტის მომზადების პერიოდში აწყობს ექსკურსიას ქალაქ თბილისში ან მის შემოგარენში, კერძოდ ბანლეოლოგიურ–სამკურნალო საკურორტო კლინიკაში ან მანგლისსი. ბავსვები მოამზადებენ პრეზენტაციას ჩემი თანდასწრებით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეო.IX.9.  აანალიზებს  საქართველოში  მეურნეობის  სტრატეგიულ  დარგებს  და  მათი  განვითარების  პერსპექტივებს
მოიძიებს ინფორმაციას  სხვადასხვა სახეობის ტურიზმის  განვითარებისათვის  აუცილებელი  ინფრასტრუქტურის შესახებ. ირჩევს საქართველოს  ერთ–ერთ რაიონს და წერს  პროექტს  ტურიზმის  შესაბამისი  სახეობის  განვითარებაზე;
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):დავითაშვილი სოფიო.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:sofiodavitashvili5@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:sofiodavitashvili5.blogspot.com