Tuesday, October 25, 2011

ბალნეო კლიმატური კურორტები

ლეგენდა  გვამცნობს, რომ  უფალმა  საქარტველოს  დააბერტყა  თითქმის  ყველაფერი – მრავალფეროვანი კლიმატი, მიწისქვეშა  თერმული  წყლები, მდინარეები,  წყაროები, ნაყოფიერი  ნიადაგი, კარსტული   მღვიმეები, სამკურნალო  ტალახის  საბადოები  და  მრავალი  სხვა. 
 XXI  საუკუნეში, როდესაც  ქვეყანა  დამოუკიდებელია,  ვითარდება   და მიიღვწვის  ცივილურ სამყაროში  ინტეგრაციისაკენ, გვაქვს  არნახული შესაძლებლობები  ტურიზმის  სპეციფიკური  მიმდინარეობების  გასანვითარებლად  და  უზარმაზარი  პოტენციალი  ვიყოთ  მსოფლიოს  წამყვანი  ტურისტული  ქვეყნების  რიგში.
საქართველო  კურორტებისა  და  საკურორტო  ადგილების  ქვეყანაა,  რომლის  ერთ–ერთი  ძირითად  საკურორტო  ფაქტორს  წარმოადგენს  მისი ჰავა.  კლიმატის  მრავალფეროვნება  განპირობებულია  საქართველოს   გეოგრაფიული  მდებარეობიტ  და  შავი  ზღვის  არსებობით,  ამიტომ  კლიმატური  პირობები  გამოირჩევა  გამოხატული   თერაპიული  თვისებებით  და  გამოიყენება  მრავალი  პათოლოგიის  სამკურნალოდ.  კლიმატური  მკურნალობა  განსაკუთრებით  ეფექტურია  ზღვისპირა,  დაბალი  და  საშუალო  მთის ქვედა  სარტყლის პირობებში.
ადამინი  უძველესი  დროიდან  იყენებდა  ბუნებრივ  რესურსებს  გასაჯანსაღებლად  და  სამკურნალოდ. საქართველოში  ამ  ფაქტზე  მიუთითებენ  სხვადასხვა  არქეოლოგიური  გათხრების   შედეგად  აღმოჩენილი  ანტიკური  დროის  აბაზანები.
XXI  საუკუნეში,  როცა  ადამიანი  განსაკუთრებულ   სტრესულ   ვითარებაში  აღმოჩნდა  –  ეკოლოგიური  კატასტროფები,  ეთნოკონფლიქტები,   ტერაქრები,  ომები,  ცხოვრების  არანორმალური  ტემპი,  დადგა  განტვირთვსა  და  გაჯანსაღების  ორიგინალური  ფორმების  გამოყენების  დრო,  სადაც  ერტმანეთთან  არის  შერწყმული  დასვენება,  რელაქსაცია,  გართობა  და  სულიერი  წონასწორობის  აღდგენა,  ახლის  შეცნობა,  გაჯანსაღება,  მკურნალობა  და  სხვა. 
ამ   ყველაფრის  ერთდროულად  განხორციელების  საუკეთესო  სფეროა  ტურიზმი.  ტურისტული  თვალთახედვით  საქართველო  უნიკალური  ქვეყანაა.  აქ 70000 კვ.კმ–ზე  განლაგებულია  103  კურორტი,  340  საკურორტო  ადგილი,  2000–ზე  მეტი   მინერალური  წყარო,  1300–ზე მეტი  კარსტული  მღვიმე,  წყალუხვი  მდინარეები,  ტბები,  ჩანჩქერები,  შავიზღვისპირეთის  სუბტროპიკული  ზონა,  დაცული  ტერიტორიები,  ეროვნული  პარკები,  ტყეები,  მრავალფეროვანი  ლანდშაფტი,  მუდმივი  თოვლითა  და  მყინვარებით  დაფარული  კავკასიონის ქედი.
 კავკასიონის  ქედის  ცენტრალური  ნაწილი  წარმოადგენს  რთულ  კლასიკურ  ტრავერსს.  საქართველოს  ყველაზე  ცნობილ  მწვერვალებს  წარმოადგენს  ყაზბეგი – 5033 მ,  თეთნულდი – 4853 მ, შხარა – 5068 მ, უშბა – 4700 მ,  ჯანგითაუ  – 5059 მ  და  სხვა. 1923  წლიდან  დაიწყო  საქართველოში  ალპინიზმმის  სკოლისა  და  სპორტის  განვიტარება,  რამაც  დიდი  პოპულარობა  მოიპოვა   შემდგომში  უცხოელ   ტურისტებშიც.
 საქართველოში  ტურიზმის  განვითარებას  ხელს  უწყობს  უამრავი  ისტორიულ  –  არქიტექტურული  ძეგლის  არსებობაც.  უზველესი  ხანას  (ბრინჯაოსა  და  ადრეული  რკინის  საუკუნეები )  მიეკუთვნება  ბედენის,  თრიალეთის,  სამთავროს,   სამგორის  ყორღანები,  აფხაზეთის  დოლმენები;  ჩვენს  წელთაღრიცხვამდე  IV – III -  I  საუკუნეებით  თარი
ღდება  უძველესი   დედაქლაქის  –  მცხეთის   აკროპოლი  და  ვანის  ნაქალაქარი  ციხე –  სიმაგრის  ნაგებობებით,  სასახლისა  და  საკულტო   შენობებით;  ქალაქ  გამოქვაბულის – უფლისციხის (ქ. გორის  მახლობლად )  ადრეული  სადგომები. დიდი  რაოდენობითაა   შემონახული  ადრექრისტიანული   ტაძრები,  რომელთა  შორის  მრავალი  –  ბოლნისის  რაიონი (V. ს )
ნინოწმინდა( VI). ჯვარი  მცხეთის  მახლობლად( VI–V I I  საუკუნეები) – წარმოადგენს  არქიტექტურის  ცნობილ  ძეგლებს.
აგრეთვე  XII  საუკუნის  გელათის  მონასტერი (ქ. ქუთისის  მახლობლად)– შუა  საუკუნეების  ერთ–ერთი  ყველაზე  დიდი  მონასტერთაგანი  საქართველოში.  შემორჩენილია  გრანდიოზული, კლდესი  ნაკვეთი XIIXIII სს– ის  მონასტრები – დავით  გარეჯისა( თბილისიდან 60 კმ–ის დაცილებით, 1938 წლიდან მუზეუმ – ნაკრძალი).
საქართველოში  ტურიზმის  განვითარება  დაიწყოXIX  – XX  საუკუნის  მიჯნაზე, განსაკუთრებით კი II მსოფლიო ომის  შემდგომ  პერიოდში. 50–იანი  წლების II ნახევრიდან  დაიწო  განვითარება  საერთაშორისო  ტურიზმმა, რაც  განპირობებული  იყო  იმ  დროისათვის  კეთილმოწყობილი  ტურისტული  ბაზებისა და სასტუმროების  ექსპლუატაციაში  შესვლით – თბილიში, ქუთაიში, სოხუმში, ბათუმში, ცხინვალში, ვარძიაში  და  სხვა.

საქართველოს ზღვისპირა კლიმატური კურორტები და საკურორტო ადგილები
ზღვისპირა  კლიმატური  კურორტი  და  საკურორტო  ადგილი  ეწოდება  იმ  კურორტებსა  და  საკურორტო  ადგილებს , რომლებშიც  სამკურნალო–პროფილაქტიკური  მიზნით გამოიყენება  ზღვის ჰაერის, ზღვის კლიმატისა და ზღვის წყლის სამკურნალო ფაქტორები .
მთავარი  განმასხვავებელი ნიშნები, რითაც ზღვის კლიმატი განსხვავდება სხვა  კლიმატური  ზონებიდან, არის მაღალი ატმოსფერული წნევა და, შესაბამისად,ჟანგბადის მაღალი პარციალური წნევა; ტემპერატურის სადღეღამისო რხევის უმნიშვნელო ამპლიტუდა;ჰაერი, რომელიც  გამოირჩევა სისუფთავითა  და  უარყოფითი  აეროიონებით, ასევე  როგორც  ზღვის, ისე  მცენარეული  წარმოშობის  მიკროელემენტებისა  და  მინერალური  მარილების  დიდი  კონცენტრაციით; მაღალი  ტენიანობა; ოზონისა  და  რადიაციის  სიუხვე.                                                            
      ზღვისპირა კლიმატურ კურორტებსა და საკურორტო ადგილებს  მიეკუთვნებიან:აგუძერა,ანაკლია,ახალი ათონი, ახალი კინდღი,ბათუმი, გრიგოლეთი,გუდაუთა, გულრიფში, გუმისთა, მიუსერა,მწვანე კონცხი,სოხუმი,ურეკი,ქობულეთი,შეკვეთილი,ციხისძირი.
ურეკი–გრიგოლეთის ზღვისპირა სანაპირო ზოლის ქვიშა შეიცავს მაგნეტიტს.მზის სხივებით გამთბარი მაგნეტიტური ქვიშის აბაზანებს აქვთ სამკურნალო ეფექტი ნერვული,ძვალ–სახსროვანი,სუნთქვის და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისას.

აგუძერა.
მდებარეობს გულრიფშის რაიონში,შავი ზღვის სანაპიროზე,სოხუმიდან––სამხრეთ–აღმოსავლეთით.სიმაღლე ზღვის დონიდან––10 მ.რელიეფი––ბორცვიანი ვაკე.კლიმატი ზღვისპირა,ზომიერად ნოტიო, სუბტროპიკული.ზამთარი ძალიან  რბილი , უთოვლო. ზაფხული  ძალიან  თბილი. ნალექების  წლიური  ტემპერატურა –1786 მმ. 
ფლორა– სუბტროპიკული მცენარეულობა, ციტრუსის  ბაღები.
ბუნებრუვი  სამკურნალო  ფაქტორები: ზღვისპირა  სუბტროპიკული  ჰავა  და  ზღვის  წყალი.
მკურნალობის  სახოება  თალასოთერაპია(ჰაერისა  და  მზის  აბაზანები, ბანაობა ზღვასი  და  ასე  შემდეგ.
ახალი  ათონი
მდებარეობს  გუდაუთის  რაიონში,შავი  ზღვის  სანაპიროზე, ივერიის  მტის  კალთებთან.  სიმაღლე  ზღვის  დონიდან  7–80  მ.
კლიმატი – ზომიერად  ნოტიო სუბტროპიკული  ზამთარი  ძალიან  რბილი.
ფლორა სუბტროპიკული  მცენარეულობა  ციტრუსის  ბაღები.
ბუნებრივი  სამკურნალო  ფაქტორები  ზღვისპირა  ნოტიო, სუბტროპიკული  კლიმატი; ზღვის  წყალი; კარსტული  გამოქვაბული.
მკურნალობის  სახეობები  თალასო  თერაპია  და  სპელეო  თერაპია.
ბიჭვინთა
მდებარეობს  გაგრის  რაიონში. შავი  ზღვის  სანაპირო  ზოლი. ბიჭვინთის  კონცხი. სიმაღლე  ზღვის  დონიდან  7 მ. რელიეფი –  ვაკე.
ურეკი
მდებარეობს  ოზურგეთის  რაიონში  შავი  ზგვის  სანაპიროზე. ზღვის  დონიდან  სიმაღლე– 2–10 მეტრი.ფლორა  სუბტროპიკული  მცენარეულობა: პალმა,ევკალიპტი,ხეხილის  ბაღები და სხვა.
ლიკა ჯანგებაშვილი
გიორგი ალიხანაშვილი
ნინო სულხანიშვილი

No comments:

Post a Comment