Friday, October 28, 2011

ბალნეოკლიმატური კურორტი



ბალნეო–კლიმატური  კურორტები
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

ადმინისტრაციული  მდებარეობა–ქ. თბილისი. გეოგრაფიული  მდებარეობა– თბილისის  სამხრეთ – აღმოსავლეთი  ნაწილი. სხვადასხვა  მხრიდან  ესაზღვრება  მდ. მტკვარი, თაბორის  შემაღლება – კრწანისის, თბილისის  ბოტანიკური  ბაღი. სიმაღლე  ზღვის  დონიდან – 420 მ. რელიეფი – თბილისის  ქვაბურის  ნაწილი. შედის  თბილისის  კურორტების  ჯგუფში.

კლიმატი – რბილი, კონტინენტური, ზომიერად  მშრალი. ზამთარი  რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის  საშუალო  ტემპერეტურაა –10 c. ზაფხული  ცხელი, მშრალი. აგვისტოს  საშუალო  ტემპერატურაა 240c. ნალექების  წლიური  რაოდენობა – 554  მმ. ჰაერის  საშუალო  წლიური  ფარდობითი  ტენიანობა – 66%. მზის  ნათების  ხანგრძლივობა  წელიწადში – 2112  საათი.
ფლორა – კურორტი  შემოსაზღვრულია  პარკებით, ბაღებით, სკვერებით.
ბუნებრივი  სამკურნალო  ფაქტორები: დაბალი  მთის  ჰავა  და  თერმული (37–470c) სულფიდური, ქლორიდულ– ჰიდროკარბონატული  და  ჰიდროკარბონატულ – კარბონატულ – ქლორიდული  ნატრიუმიანი  მინერალური  წყლები, საერთო  მინერალიზაციით 0,3–0,4 გ/დმ3, გოგგირდწყალბადის  რაოდენობით 10–20 გ/დმ3. აღნიშნულ  კურორტზე  ფართოდ  გამოიყენება  ახტალისა  და  კუმისის  სამკურნალო  ტალახები.
მკურნალობის  სახეობები: მინერალური  წყლის  აბაზანები, შესხურება, ფიდროთერაპია; ტალახის  აბაზანები, აპლიკაციები, ტამპონები, პასიური  კლიმატოთერაპია.
ბალნეო–კლიმატურ  კურორტებზე  უნდა  იყოს  შენობა– ნაგებობები  ბალნეოთერაპიული  და  კლიმატოთერაპიული  პროცედურების  ჩასატარებლად. ძირითადად  გამოიყენება  მინერალური  წყლები  და  ნაკლებად– კლიმატოთერაპიული  პროცედურები. ამ  ტიპის  კურორტები  ძირითადად  სამკურნალო– გამაჯანსაღებელი  მიზნიდ  გამოიყენება. ასეთი  ტიპის  კურორტზე  უნდა  არსებობდეს  კლიმატოთერაპიული  და  ბალნეოთერეპიული  პროცედურების  ჩასატარებლად  აუცილებელი  შენობა– ნაგებობანი.
ასეთი  ტიპის 



                           საკურორტო  თერაპია

                                 ბალნეოლოგია

პელიიდური კურორტი ან  საკურორტო ადგილი  ეწოდება იმ  კურორტს ან საკურორტო  ადგილს, რომელშიც სამკურნალო ფაქტორს  წარმოადგენს  პელოიდი (სამკურნალო ტალახი).          
მთის პირობებში მდებარეობს  კურორტი ახტალა და  საკურორტო ადგილი კუმისი .
საქართველოში კლიმატურ–ბალნეო–პელოიდურ კურორტრბს მიეკუთნებიან  ბიჭვინთა და გაგრა. სადაც  სხვა ბრუნებრივ სამკურნალო ფაქტორებთან ერთად გამოიყენებან ტორფი და საპროპილები
                   აეროთერაპია
აერო თერაპია წარმოადგენს  ღია, სუფთა ჰაერის ზემოქმედების გამოყენებას დასვენების, პროფილაქტიკისა და  მკურნალობის მიზნით. იგი კლიმატური მკურნალობის საფუძველია და მოიცავს სადღეღამისო აერო ტერაპიას –ხანგრძლივ ყოფნას.
                         კურორტული მკურნალობის უმნიშვნელოვანესი  პრინციპია სხვადსხვა სახეობის ბუნებრივი ფიზიკური ფაქტორების კომპლექსური გამოყენება , ფიზიოთერაპიასა, სამკურნალო ფიზკულტურასა და დიეტო თერაპიასთან ერთად.      კლიმატური ფაქტორები, მინელარული წყლები და სამკურნალო ტალახი  შეიძლება ხელოვნურადაც შეიქმნას. კერძოდ, შესაძლებელია, მივიღოთ ხელოვნურად იონიზირებული  ჰაერი, ხელოვნური მზის გამოსხივება.და ასევე, შესაძლებელია ხელოვნურად მოვამზადოთ მინელარული წყალი და სამკურნალო ტალახი  ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კურორტზე   მკურნალობა უფრო ეფექტურია, ვიდრე კურორტ გარეშე პირობებში. ეს იმით აიხსნება, რომ ყოველი კურორტური ფაქტორის მოქმედებას ორგანიზმზე ემატება კურორტის ბუნებრივი პირობების კომპლექსური გავლენა.
                    კურორტული მკურნალობის ერთ ერთი მიზანია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის ნორმალიზაცია, რაც ხელს უწყობს გულ–სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის მოქმედების, ნივთიერაებათა  ცვლის  პროცესების მოწესრიგება
             ბალნეოლოგიის სამკურნალო ფაქტორები.       
ბალნეოთერაპია გულისხმობს,  პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით ბუნებრივი მინერალური წყლების ან მათი ხელოვნურად დამზადებული ანალოგების გამოყენებას.ბალნეოთერაპიას  მიეკუთვნება  ზოგადი და ადგილობრივი აბაზანები, ბანაობა, ცურვა წყლით სავსე აუზში და ა.შ.  ბალნეოთერაპიის განუყოფელი ნაწილია მინერალური წყლების შინაგანი წესით მიღების პროცედურები:დალევა,კუჭის ამორეცხვა,დაუდენალური დრენაჟი,ნაწლავების გამორეცხვა, ინჰალაციები და სხვა.მათი ჩატარებისათვის,ძირითადად,იყენებენ ბუნებრივ მინერალურ წყლებს.
    სუსტი რადიოაქტიური მინელარული წყლის აბაზანების მიღება  მიზანშეწონილია გულ–სისხლძარღვთა, ძვალ–სახსართა სისტემისა და შარდ–სასქესო სისტემის დაავადებების  დროს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ აბაზანების მიღება აგრეთვე ნება დართულია   I-II ფუნქციური კლასის დაძაბვის  სტაბილური სტენოკარდიისა და გულის უკმარისობის I-II ფუნქციური კლასის დროს.
      


შეხვდნენ  მოსწავლეები  თბილისის  ბალნეოლოგიური  კურორტის  გენერალურ  დირექტორს, აკადემიკოსს  ბატონ  ნიკა  სააკაშვილს, რომელმაც  ჩაგვიტარა  სემინარი  საქართველოს  კურორტების  მნიშვნელობაზე  სამკურნალო  ტურიზმის  განვითარებაზე. შემდეგ  მედიცინის  დოტორმა,  პროფესორმა  თამარ  ჩილინგარიშვილმა  გვესაუბრა  თბილისის  ბალნეოლოგიური  კურორტი – თბილისის  სპა  ჯანმრთელობისა  და  სამედიცინო  რეაბილიტაციის  ეროვნული  სამეცნიერო  პრაქტიკული  ცენტრის  მნიშვნელობაზე. მოსწავლეთა  შორის  ჯანსაღი  ცხოვრესის  დამკვიდრებაში. 

ორივე  მხრიდან  გამოითქვა  სურვილი  შემდგომი  თანამშრომლობის  შესახებ  და  საერთო  კონფერენციის  მოწყობის  შესახებ.


ჩვენი  პროექტის  შექმნის  დევიზია:

I.საქართველოს  კურორტების  გაცნობა  მოსწავლეთა  შორის  ჯანსაღი  ცხოვრების  დამკვიდრებაში (პროექტ  ჯანსაღი  სკოლის  დასახმარებლად)..
II.თბილისის  ბალნეოლოგიური  კურორტის  როლი  მოსწავლეებს შორის  საკურორტო  საგანმანათლებლო  მუშაობაში (სემინარები,კონფერენციები) და  სამკურნალო  ტურიზმის  დანერგვაში.
III.თბილისის  ბალნეოლოგიური  კურორტის  როლი  მოსწავლეთა    გაჯანსაღებაში  (კონსულტაციები,ღია  კარის  დღეები)  სხვადასხვა  სპეციალისტების  მიერ  და  შესაბამისი  კურორტის  შერჩევაში.
IV.საქართველოს  კურორტების  შესახებ  ინფორმაციის  მიღება  და  მათი  პოპულარიზაცია  პრესის, ტელევიზიის, რადიოს საშუალებით  შიდა  ტურიზმის  განვითარების  მიზნით.
V.ჯანსაღი  თაობის  აღზრდა  საქართველოს  საკურორტო  რესურსების  მაქსიმალური  გამოყებით.
VI.საქართველოს  მოსწავლეთა  გაჯანსაღება  მედიკამენტების  გარეშე  საქართველოს  კურორტებზე.
VII.ტურიზმის  საზაფხულო  სკოლა, სადაც  მოსწავლეები  მთელი  საქართველოს  მასშტაბით  ორი–სამი  კვირის  განმავლობაში  გაეცნობიან  საქართველოს  საკურორტო  რესურსებს, მათ  როლს  სამკურნალო  და  საკურორტო  რეკრეაციული  ტურიზმის  დამკვიდრებაში   და  მომავალი  პროფესიების  შერჩევაში  ტურიზმის  სფეროში.

           

No comments:

Post a Comment